Thursday, May 5, 2011


                      პროექტი:
ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგია



პრობლემა:
უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება ენერგიის დაზოგვა (ხშირად ანთია ნათურები, ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები, როდესაც ისინი საჭირო არ არის  და ა.შ.).

პროექტის მიზანი:
ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.

პროექტის ამოცანები:
  1. ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის ღირებულების დადგენა;
  2. ენერგიის დაზოგვის გზების განსაზვრა.

პროექტის საქმიანობები:
  • ოჯახში  ელექტრული ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობების გამოთვლა.
  • თითოეული მოწყობილობის მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული  ენერგიის გამოთვლა.
  • მონაცემების წარმოდგენა ცხრილის სახით.
  • ელექტროენერგიის ღირებულების დადგენა და წარმოდგენა სვეტოვანი დიაგრამის სახით ( დიაგრამაზე კარგად გამოჩნდება, რომელი ხეოსაწყო მოიხმარს მეტ ენერგიას).
  • ცხრილისა და დიაგრამის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება ელექტრული ენერგიის დაზოგვის გზები (მაგალითად, როგორ შემცირდეს უქმად ხარჯვა - გამორთონ სინათლე, როდესაც იგი საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონომიური ნათურები და ა.შ.).
  • ჩამოიწერება, რა საშუალებით დაზოგავს ელექტროენერგიას ოჯახი.
  • გამოიანგარიშება, რა ეკონომიას მისცემს ეს ოჯახს.

მონაწილეთა ასაკი:
15 – 16 წ.

ვადები. ხანგრლივობა:
ორი თვე.

მოსალოდნელი შედეგები:
  1. მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით;
  2. შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი.
  3. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას, შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბითაც.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 ოჯახში მოხმარებული ელექტროხელსაწყოები, სახელმძღვანელო, ფოტოსურათები, დიაგრამები.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ც. ლორია
ელექტრონული ფოსტა  cloria 2011 @ hotmail. com
პროექტის ვებ- გვერდი /ბლოგი cloria 2011 Blogspot. com